ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

NDI:  24% მხარს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს, 58% – ევროკავშირში

NDI-ის(ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის) კვლევების თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას 24% უჭერს მხარს, ხოლო ევროკავშირში – 58%.

კვლევის მიხედვით, საქართველო უნდა გაწევრიანდეს თუ არა ევროკავშირში, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ არის დაარსებული, გამოკითხულთა 58% უჭერს მხარს. აღნიშნული ორი მოსაზრებიდან არცერთს არ ეთანხმება 8%, ასევე 8%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის, უარი პასუხზე კი 2%-მა განაცხადა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 2015 წლის 17 ნოემბრიდან – 7 დეკემბრის პერიოდს. გამოიკითხა 1881 ადამიანი. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის, ამასთან, დამატებითი წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1;

წინა კვლევის შედეგებთან შედარებით ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 7%-ით არის შემცირებული.

 

იტვირთბა....