ვარდების რევოლუციის მოედანზე დღეს დილიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ამ ტერიტორიაზე საახალწლო ქალაქი მოეწყობა, რომლის სამუშაოები დილიდან დაიწყო. აქვე ე. წ. ფინური სახლები განთავსდება, ყინულის მოედანი და სცენა მოეწყობა, სადაც ყოველ საღამოს სხვადასხვა ბენდი დაუკრავს. პარალელურად, საახალწლო სუვენირები და ტკბილეულიც გაიყიდება.
ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება.