მთავარი ციტატა

ხუხაშვილი: გოლეთიანის სალხინოში გამოჩენა მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს და არა როგორც კრიტიკოსს

[su_quote]ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა გუშინ სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს და არა როგორც კრიტიკოსს. მიმაჩნია, რომ ის არის კარგი ახალგაზრდა და მისი ბრძოლა რიონის ხეობის გადასარჩენად არის სამართლიანი. არც მის გულწრფელობაში შემპარვია ეჭვი.
რატომ მიმაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა: მისი ბრძოლა დღემდე კი არ ყოფდა, აერთიანებდა მის თაობას. თაობას, რომელსაც არ მოსწონს პეტრე, მაგრამ არც ის მოსწონს, რაც იქ გუშინ ხდებოდა.
ვიღაცას მოსწონს, თუ არა, ასე ფიქრობს დღევანდელი ახალგაზრდობა და ზუსტად მათ უნდა განასახიერებდეს ვარლამი. ჩვენი თაობის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მუდმივად ვეძებდით და ვეძებთ იმას, რაც გვყოფს. მათი არჩევანია, ეძებონ ის, რაც აერთიანებთ და აუცილებლად იქნებიან წარმატებული[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. გუშინ ხუხაშვილმა რიონის ხეობის მცველის სალხინოში ჩასვლას ფატალური შეცდომა უწოდა. სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. როგორც გოლეთიანმა განაცხადა, რიონის ხეობის მცველების მარტვილში ჩასვლის მიზეზი არის ის, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას მხარი დაუჭირონ.

იტვირთბა....