ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუხაშვილი: ვარლამ გოლეთიანმა დღეს ფატალური შეცდომა დაუშვა

“ვარლამ გოლეთიანმა დღეს დაუშვა, პრაქტიკულად, ფატალური შეცდომა…” – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებლის ვარლამ გოლეთიანის ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლას.

როგორც გოლეთიანმა დღეს ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რიონის ხეობის მცველების მარტვილში ჩასვლის მიზეზი არის ის, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას მხარი დაუჭირონ.

ცნობისათვის, დღეს სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....