[su_quote]ჩემი ძვირფასო ხალხო, როგორც იცით უახლოეს მომავალში ვემზადებით პარტიის ყრილობისთვის. მინდა შემოგთავაზოთ პატარა კონკურსი. ყრილობისთვის ადგილის მოძებნაში გვინდა თქვენი მონაწილეობა. გთხოვთ, შემოგვთავაზოთ ადგილი, შიგნით ან გარე სივრცე, სადაც დაეტევა დაახლებით 350 ადამიანი, რომელიც მოუხდება “ხალხისთვის” სულისკვეთებას. ქირასაც გადავიხდით, ბუნებრივია. სხვების იდეებიც მოიწონეთ აქვე. გამარჯვებული გამოვლინდება უმეტესი მოწონებებით (ლაიქებით) და მიიღებს ისტორიულ ჩუსტებს. (ახალი, 43 ზომა) აბა, თქვენი იმედი გვაქვს[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა ხალხისთვის დამფუძნებელი ანა დოლიძე. 2019 წელს ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე ჩუსტები მიიტანა. დოლიძემ განაცხადა, რომ ჩუსტები მოიტანა, რათა საბჭოს წევრებმა თავი იგრძნონ კომფორტულად, როგორც სახლში.