ახალი ამბები მთავარი ციტატა

მამა ანანია კალანდია: ვთხოვ საპატრიარქოს, ვიდრე არ იქნება სისხლისღვრა, სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიას

ადგილზე იმიტომ მივედი, რომ მეთხოვა კიდევ ერთხელ მეუფისთვის, ტერიტორია დაეტოვებინა კეკუტიას, კრიმინალად წოდებულ ბანდის უფროსს. კეკუტიას, რომელმაც უკვე მესამედ გამომიწვია და სიკვდილამდე მიმიყვანა. ვთხოვ მთლიანად საპატრიარქოს, ვიდრე არ იქნება სისხლისღვრა, სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიას. იმ მომენტში, როცა ხელი დამარტყეს, თავის არეში მივიღე ტრავმა. შეიძლება, გადამიყვანონ ქუთაისში. ცუდად ვგრძნობ თავს, გამოვედი პოლიციიდან რომ მივიღო წამლები

აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე მამა ანანია კალანდიამ გააკეთა. სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდართან დაკავშირებით, სასულიერო პირი დღეს დიდი ჭყონის პოლიციაში გამოიკითხა.

იტვირთბა....