ქარელის მუნიციპალიტეტშის სოფელ ღოღეთთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს.
ფაქტი მეტრონომს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-ის ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ბოძების დამონტაჟება გუშინ, 24 აპრილს მოხდა.