ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: ევროპარლამენტარები თავდებობის წერილზე ხელმოწერისთვის მზად არიან

ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები თავდებობის წერილზე ხელმოწერისთვის მზად არიან.

როგორც ჟურნალისტებს ჯაფარიძემ უთხრა, აღნიშნულ საკითხზე პრინციპული თანხმობა არსებობს.

“ხელმოწერაზე თანახმა არიან ევროპარლამენტარები. თუ როგორ უნდა შედგეს ქართული კანონმდებლობის საფუძველზე წერილის მონახაზი ევროპარლამენტარებს აქვთ. ხუთი ევროპარლამენტარი უკვე მზად არის ამისათვის, თუმცა მოგეხსენებათ ეს ისეთი თემაა, რომელიც მათი მხრიდან, ფორმალობების გარკვევას მოითხოვს და ისინი ამ დეტალების გარკვევის პროცესშია არიან, მაგრამ პრინციპული თანხმობა მათ განაცხადეს უკვე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 24 აპრილს, მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების თავდებობა მისთვის მისაღებია.

იტვირთბა....