ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: ხომ ხედავთ, ინდოეთში რაც ხდება – ალბათობა დიდია, რომ სხვა შტამებიც შემოვიდეს ქვეყანაში

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირისის სხვა შტამების შემოსვლის ალბათობა დიდია.

როგორც გამყრელიძემ რუსთავი 2-ს უთხრა, ამ ეტაპზე, საქართველოში 70-დან 90%-მდე შემთხვევაში, ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

“ალბათობა დიდია, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში.  ხომ ხედავთ, ინდოეთში რაც ხდება? ძალიან სწრაფი გავრცელება… ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანაში შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია გაკეთდეს. პროგნოზირების მეთოდოლოგიით, დათვლილია, რომ დღეს ისევე, როგორც ევროპაში, საქართველოშიც 70-დან 90%-მდე შემთხვევაში, ცირკულირებს ბრიტანული შტამი”, – აცხადებს გამყრელიძე.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 222 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 პაციენტი კი, გარდაიცვალა.

იტვირთბა....