ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არსებობს გეგმა და უახლოეს პერიოდში ყველაფერი დაწყნარდება.
მეუფის შეფასებით, ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები სამარცხვინოა.
“რაც ხდება დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელია. როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ… აუცილებლად დალაგდება ყველაფერი, აუცილებლად მოწესრიგდება. ღმერთი ადამიანს ხშირად აცლის, რომ გამოხატოს თავისი თუნდაც გუკლისწყრომა, მრისხანება, შეცდომა. გეგმა არსებობს, ცოტა ხანი დავიცადოთ და ყველაფერი დაწყნარდება”, – უთხრა ჟურნალისტებს მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში დღეს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მიტროპოლიტ სტეფანეს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის პირველად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეტუკიას, ხოლო მეორედ მეუფე სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა.