ავიაკომპანია “Air France”-ს თვითმფრინავში, რომელიც კენიაში ექსტრემალურად დაეშვა, ბომბის არსებობა დადასტურდა. თვითმფრინავმა, რომელიც მავრიკი-პარიზის რეისს ასრულებდა, მომბასის აეროპორტში საგანგებოდ დაშვება მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ბორტზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს.
ბორტზე 459 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა.
ავარიულად დაშვების შემდეგ ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა.