ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი თალაკვაძეზე: შეიძლება, ბოლო ლექსი ვერ დაწერა კარგად

“შეიძლება, ბოლო ლექსი ვერ დაწერა მთლად ისე კარგად, როგორც ის ცნობილი ალუჩა ანუ  მთლად იმ გზაზე ვერ არის“, – ასე ეხმაურება ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას.

როგორც ხუხაშვილმა მეტრონომს განუცხადა, მმართველ პოლიტიკურ პარტიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები სისტემურ ცვლილებას არ ნიშნავს.

ქართულ ოცნებაში გადაადგილებებს მე მნიშვნელობას არ ვანიჭებ იმიტომ, რომ გადაადგილებები სისტემაში აბსოლუტურად არაფერს ცვლის. შესაბამისად, ვიოლინოსთან დაჯდება ვინმე თუ როილათან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენი პრემიერმინისტრი მოვინელეთ უკვე, ვინმეს ახსოვს? თალაკვაძე ვიღას დაკარგვია და კუჭავა მით უმეტეს”, – უთხრა მეტრონომს ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.

იტვირთბა....