ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სუბელიანი ლესბოსელ წყვილზე თავდასხმის შესახებ: ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია

“გუშინ ღამე კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხა თავს უკვე სახლის მეპატრონე. ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, თუკი შესაბამისი რეაგირება არ იქნება, ხვალ შესაძლოა უფრო მეტი მსხვერპლი იყოს ქვეყანაში, ვიდრე დღეს არის.

“გაგიჟებული ვარ ხალხო, რამე გავაკეთოთ! ადვოკატიც კი ვერ იშოვეს ღამე, ან საშვი არ აქვთ, ან ძინავთ. რა გახდა ერთი ღამის მორიგე ადვოკატის გამოყოფა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის? პოლიციაში როგორ უგულოდ ექცევიან მსხვერპლებს, ეგეც ვიცით და კიდევ ერთხელ ვნახეთ და არიან სრულიად უპატრონოდ მიტოვებულები. აღარ შემიძლია მართლა, ქალებს გამოუცხადეს თან განსაკუთრებული ომი და ზუსტადაც, სახლში უვარდებიან.

წინა დღეს რო გირაოთი გამოუშვეს ლესბოსელ წყვილზე თავდასხმელი, მაგიტო მოხდა ეს ამბავი და ამაზე გავიგე, მხოლოდ შემაკავებელით უპირებენ გაშვებასო და ასე თუ გააგრძელა შსს-მ, ხვალ კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი გვეყოლება. ნორმალური საზოგადოება გადაწვავდა პოლიციის შენობებს ასეთ რამეზე, მოვტყან ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი, თავს ვერ ვიცავთ უკვე ვერაფრით!” – წერს სუბელიანი.

ცნობისათვის, თბილისში, ლესბოსელ წყვილს იმავე ბინის მეპატრონე დაესხა თავს, სადაც წყვილი დროებით ცხოვრობს. შემთხვევა წუხელ ღამით ვაკეში მოხდა.

 

იტვირთბა....