ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსული არმია უკრაინის საზღვრებს დატოვებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსული ტექნიკა უკრაინის საზღვრებს დატოვებს და 1 მაისამდე დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სამხედრო წვრთნები დამთავრდა და სამხედრო ტექნიკა ნელ-ნელა თავიანთ დისოლკაციის ადგილს დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ იორკ თაიმსი აქვეყნებს.

ბრძანება სამხედრო დანაყოფების გაყვანასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ გაიცა.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამაფრთხილებელი განცხადებები გააკეთა, რომ თუკი წითელი ხაზები გადაიკვეთება და მოსკოვზე ზეწოლა გაძლიერდება, რუსეთის პასუხი იქნება სწრაფი და ადეკვატური.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო და უკრაინისა და რუსეთის მხრიდან მასშტაბური სამხედრო ძალის მობილიზება ხდებოდა.

იტვირთბა....