[su_quote]მე არაფრის თავმჯდომარეობას არ ვაპირებ, რიგითი დეპუტატი ვარ და რიგით დეპუტატად დავრჩები – ორი კომიტეტის წევრი ვარ, ერთი კომისიის წევრი ვარ და მთელი გულით ვარ ჩაბმული საპარლამენტო საქმიანობაში. არც შემოუთავაზებიათ და არც ვაპირებ კომიტეტის თავმჯდომარეობას. ფეხით დავდიოდი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდი და ფეხით დავდივარ, მით უმეტეს, იქვე ვცხოვრობ. არანაირი პრივილეგიით არ ვსარგებლობ, ჯერ ერთი არც მეკუთვნოდა, ერთი ტელეფონზე უნდა ჩამრიცხოდა ფული. ლევან იოსელიანი არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და აბა, ნახეთ რომელი პრივილეგიით სარგებლობს – მანქანა უნდა მომსახურებოდა და უარი თქვა, დაცვაზე უარი თქვა, 700 ლიტრი ბენზინი უნდა ჰქონოდა თვიდან თვემდე, რაც კატასტროფულად ბევრია, რაში ხარჯავენ, ხომ არ ტაქსაობენ, ეგ გვაქვს გასარკვევი. მე, პირადად, ერთი ციდა ოთახი მაქვს, ვინმეს თუ აინტერესებს, მოვიდეს და ნახოს, ერთი კომპიუტერი მიდგას და ვმუშაობ[/su_quote]
ეს განცხადება მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში გააკეთა.