“დიახ, კვლავ ვადასტურებ, რომ რიგი პოლიტიკოსების მიერ, ცნობილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არის საკუთარი ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა, რამაც დიდი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საპარლამენტო ბოიკოტის იდეას.”, – ამის შესახებ პარტია კანონი და სამართალის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს და ამით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
ჩარკვიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით, მისი პოზიცია უცვლელია.
“(რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით) დარწმუნებული ვარ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა ამ ჩვენი ” კოსტრუქციული” პოლიტიკოსების მიერ, განხორციელდა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ერთადერთი მიზნით, რომ მომხდარიყო ყველაზე მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების – ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაცია – მარგინალიზაცია.
გამომდინარე აქედან კვლავ ვადასტურებ, რომ აბსოლუტურად დროული და პოლტიკურად ადეკვატური გახლდათ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საპასუხო, მყისიერი რეაგირება, გამჭრიახი და დროული სვლა- მოწოდება საკუთარი პარტიის მისამართით, რა თქმა უნდა მის მიერვე განცხადებაში მოყვანილი პირობების გათვალისწინების შემთხვევაში.
ზოგადად ეს არასახარბიელო ვითარება , დაბეჯითებით ვაცხადებ , გამოწვეულ იქნა ოპოზიციის უპრინციპო ნაწილის, რბილად რომ ვთქვათ კონფორმისტული მოქმედებებით ….. ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია!” – წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისათვის, 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.