საქართველოში საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შემოსვლა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მოქალაქე აუცილებელია კოვიდ რეგულეციებს დაემორჩილოს და გაითვალისწინოს ყველა ის არსებული წესი:
- საქართველოს მოქალაქე საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში მას გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში] ან, თუ თვითიზოლაციაზე უარს იტყვის, მან ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირება უნდა ჩაიტაროს საკუთარი ხარჯით. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი იზოლაციის ვალდებულება აღარ ექნება.
- თუ საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში ის გადადის 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციაში თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში.
- მიუხედავად ამისა, არის გამონაკლისიც. ყველა ის პირი, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას 12 დღით ექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი უნდა გაითვალისწინონ:
საზღვრის კვეთისას ადამიანმა უნდა წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. პირები რომლებიც გაითვალისწინებენ არსებულ რეგულაციების წესებს, გათავისუფლებული იქნებიან წინასწარი რეგისტრაციის, PCR ტესტის წარმოდგენის და კარანტინის გავლის ვალდებულებისგან.
გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც არის – ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი მათ შორის, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ ამ შემთხვევაში აუცილებელია სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გავლა საკუთარი ხარჯებით.
საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლის შესახებ:
საქართველოს მოქალაქეს, თუ აქვს ტრანზიტული ბილეთი, მუშაობს ან მიფრინავს საზღვარგარეთ, შეუძლია ქვეყნიდან გასვლა, თუმცა თან უნდა იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია და უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ რეგულაციებზე, რასაც ითხოვს ის ქვეყანა სადაც მიემგზავრება.
საქართველოს მოქალაქეს თურქეთში შესასვლელად ჯერჯერობით კვლავ სჭირდება მოწვევა და სხვა დოკუმენტები.