ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩემზე მეტად ხელისუფლება უნდა დარდობდეს ჩემს უსაფრთხოებაზე”

ალეკო ელისაშვილი ირმა ნადირაშვილის განცხადებას, რომ მისი ცემა სუსის უფროსის მოადგილემ დაგეგმა, არ ადასტურებს.

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ირმა ნადირაშვილის განცხადებას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: “ ჩემზე მეტად ხელისუფლება უნდა დარდობდეს ჩემს უსაფრთხოებაზე, რომ ვიღაცამ ეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ გამოიყენოს. მე არ მითქვამს, რომ ირმა ნადირაშვილი იტყუება, რადგან არ ვიცი ეს ასეა თუ არა. ახლა როცა ბევრი ცდილობს როგორღაც ნაციონალურ მოძრაობას მიმაწებოს, ვიტყვი, რომ- არანაირი ურთიერთობა მათთან არ მაქვს. ირმა ნადირაშვილის განცხადება მეც მედიისგან მოვისმინე. “-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა სუსის მიერ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა.

 

იტვირთბა....