ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ სეზონური დასაქმებისთვის დამატებით 22 ათას ვიზას გასცემს

აშშ სეზონური დასაქმებისთვის დამატებით 22 ათას ვიზას გასცემს, აქედან 6 ათასი განკუთვნილია გვატემალას, ჰონდურასისა და სალვადორის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ინცორმაციას, Freenews.live ავრცელებს.

“შრომის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს 22 ათასი H-2B ვიზის დამატებით ზრდას დროებითი არასასოფლო-სამეურნეო მუშაკებისთვის. დამატებითი ვიზები ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს თვეებში”, – ნათქვამია ტექსტში.

სეზონური დასაქმების პროგრამა, რომელიც ცნობილია როგორც H-2B სავიზო პროგრამა, ამერიკელ დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, წელიწადში, დაახლოებით, 66,000 დროებითი უცხოელი მუშა ხელი დაიქირავოს.

იტვირთბა....