ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე საქართველოს წინსვლის გზა ხელმოწერის ცერემონია დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
“ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ მომლაპარაკებელი მხარეები მედიატორების თანხლებით დაიძრნენ ორბელიანების სასახლისკენ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა განხორციელდეს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ინდივიდუალური ხელმოწერებიც იქნება”, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ტვ პირველთან საუბრისას.
ორბელიანის სასახლისკენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უკვე დაიძრნენ.
მანამდე კი, მათ შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართეს.