ევროპარლამენტში დასამტკიცებელი რეზოლუციის საბოლოო ვარიანტით, ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად ცნობს და შედეგებს არ აღიარებს.
მეტიც, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროპარლამენტარები გმობენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნები ჩაატაროს.
“საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები” – წერია დოკუმენტში.
“თვლის, რომ გავრცელებული ფართო საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას და საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი მთავრობის მიმართ და რომ შედეგები არ ემსახურება ქართველი ხალხის ნების სანდო წარმომადგენლობას. აღიარებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბებულად ცნობას და მის გადაწყვეტილებას არ აღიაროს შედეგები.
მიიჩნევს, რომ კენჭისყრის ლეგიტიმურობა სერიოზულად შელახულია დარღვევების სიდიდის გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები. შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს მათ არჩევნების ხელახლა ჩატარებას ერთი წლის განმავლობაში, პროცესის გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი”, – წერია განცხადებაში.