ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელაშვილი: ვერ გეტყვით, ქალბატონი პრეზიდენტი რის გამო გვსაყვედურობს

“ვერ გეტყვით, ქალბატონი პრეზიდენტი კონკრეტულად რის გამო გვსაყვედურობს, რომ ჩვენ მისი სახელი არასწორად გამოვიყენეთ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია მისი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, იყენებს მის სახელს გიორგი რურუას შეწყალების თემასთან დაკავშირებით.

როგორც ხელაშვილმა  რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს, რურუას შესაძლო შეწყალების გამო, არ გააკრიტიკებს.

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ავიღეთ ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით შეწყალებას, პრეზიდენტს არ გავაკრიტიკებთ ამ შესაძლო გადაწყვეტილების გამო. მან მიიღო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია მისი გულისწყრომა. მე ვფიქრობ, ძალიან კორექტული იყო ჩვენი მხრიდან გამოთქმული, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით რურუას შეწყალებას, თუკი პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს, ამ შემთხვევაში, ჩვენ პრეზიდენტს არ გავაკრიტიკებთ. ეს იყო სრულიად კორექტული დათქმა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ემთხვევა თვითონ პრეზიდენტის პოზიციას და ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას”, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება, მის სახელს, მისი ნებართვისა და თანხმობის გარეშე იყენებს.

იტვირთბა....