ახალი ამბები

ზურაბიშვილი: გაკვირვებული ვარ, ოცნება ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს

[su_quote]გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მეირ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელ იყენებს და აკავშირებს ერთ კონრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ამ საკითხებში და არამხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელ კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთქვი საჭიროდ. ეს მგონი უკვე საქმის დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს ეს იქნება ოპოზიციისგან თუ მმართველი პარტიისგან, არც სხვისგან[/su_quote]

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

იტვირთბა....