ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოცნება: მზად ვართ 43%-იანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ

მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ  მზადყოფნა გამოთქვა 43 %-იან ზღვარს დაეთანხმოს და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

მეტრონომი ქართული ოცნების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. “ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით,“- აცხადებენ პარტიაში.

იტვირთბა....