ახალი ამბები მთავარი

პრეზიდენტის თქმით, თუ შეთანხმება შედგება, რურუას შეიწყალებს

პრეზიდენტის თქმით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგება, რურუას შეიწყალებს. ეს განცხადება პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს მისთვის სკანდალური გადაწყვეტილებაა, თუმცა, როდესაც სასწორზე ქვეყნის წინსვლა და მომავალი დგას, მან ქვეყანა საკუთარ პრინციპებზე მაღლა უნდა დააყენოს.

“თუ სასწორზე დგას ქვეყნის წინსვლა, სტაბილურობა, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და მისი მომავალი,  პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ისაა, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპებზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით მზად ვარ, რომ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ნაბიჯი კრიზისის დასრულების ბოლო აკორდი უნდა იყოს. ეს ნაბიჯი განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ერთის მხრივ ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....