ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას განცხადებით, თვითმართველობაში მონაწილეობის მიღებაზე საუბარი არის მაგრამ ჯერ ამასე გადაჭრით საუბარი ადრეა. ამის შესახებ, მელიას სატელეფონო საუბარი ფორმულასთან ჰქონდა.
“სიმართლე რომ გითხრათ ამაზე საუბარი ალაგ-ალაგ არის, მაგრამ გადაყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის ოპოზიციაში სერიოზულად ნამსჯელიც არ არის და ვფიქრობ, ადრეა ჯერ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება-არ მიღება. იმიტომ რომ აბა როგორ? საიდან ვრეკავ, ხო? რომელ კანდიდატურაზეა ლაპარაკი… თუმცხა ზოგადად ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საერთოდ. შედგება თუ არ შედგება ოპოზიციის მონაწილეობით დამოკიდებულია კრიზისის გადალახვა ვერ გადალახვაზე, თუ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში განსაკუთრებით თბილისსა და დიდ ქალაქებში, მე როგორც თქვენ გესაუბრებით, ისე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი კანდიდანტი აუცილებლად გაიმარჯვებს. მანამდე ბევრი პირობა უნდა იყოს შესრულებული. ჯერ ადრეა ამაზე საუბრი თუ კი ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას და განსაკუთრებით თბილისის ადგილობრივ არჩევნებში, ეს არ იქნება ადგილობრივი ეს იქნება ეროვნული მნიშვნელობის არჩევნები”,- ამბობს მელია.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები შემოდომით გაიმართება.