თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ სრუმაშტაბიანი ვირუსის გავრცელება არ დაწყებულა და ამის აცილება ქვეყანას შეეძლება თუ მასობრივი ვაქცინაცია და დაწესებული წესები იქნება შესრულებული. ამის შესახებ ცერცვაძემ იმედის ეთერში განაცხადა.
“თუ შემთხვევების მატება გაგრძელდება, სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა იქნება, რაც არ უნდა კარგად იმუშაოს სექტერმა გარდაცვალების ზრდა იქნება. ამისათვს საჭიროა გამოვიყენოთ ჯერ კიდევ დარჩენილი შესაძლებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რადგან ქვეყანაში უკონტროლო გარცელება ჯერ არ დაწყებულა. საჭიროა დაუყოვლებლივ ჩავერთოთ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, გამოვიყენოთ პირბადეები, ვთქვათ უარი ხალხმრავალ შეკრებებზე. სამწუხაროთ მოსახლეობის ნაწილის პოზიცია გასაკვირია, ისისნი უარს ამბობენ ვაქცინის გაკეთებაზე”, – ამბობს ცერცვაძე.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 10 ადამიანი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 659 ადამიანი. ჩატარებული კვლევა ტესტით 9750, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5650, PCR ტესტით – 4100.