ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

თორმეტმა ევროპულმა გუნდმა ახალი სუპერლიგა შექმნა

ოფიციალურად ევროპულმა გრანდებმა სუპერლიგის შექმნა დაადასტურეს. მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

აქედან სამი იტალიურია: მილანი, ინტერი, იუვენტუსი. სამი ესპანური: რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო. ექვსი ინგლისური: სიტი, მანჩესტერი, ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი და ლივერპული.

როგორც ცნობილია, ამ გუნდებს კიდევ სამი საფეხბურთო კლუბი დაემატება, თუ რომელი კლუბები, ჯერ-ჯერობით უცნობია.

სავარაუდოდ ახალი სუპერლიგა 2021 წელს დაიწყება. მისი პრეზიდენტი კი ფლორენტინო პერესი იქნება.

იტვირთბა....