მთავარი მსოფლიო

პუტინი: ტრამპი არჩევნების აბსოლუტური ლიდერია

ტრამპი არჩევნების აბსოლუტური ლიდერია – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე.

“აშკარაა, რომ ტრამპი ნიჭიერი კაცია. ის არჩევნების აბსოლუტური ლიდერია, რომელსაც სურს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. როგორ შეიძლება ამას არ მივესალომოთ? ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით მის პოზიციას. – აცხადებს პუტინი.

მანამდე რესპუბლიკელების ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრანპმა პუტინთან დაკავშირებით განაცხადა: „მას (პუტინს) არ უყვარს ობამა, მეტიც, ობამას პატივს საერთოდ არ სცემს. დარწმუნებული ვარ, არც ობამას უყვარს. ვფიქრობ, მე და პუტინი ერთმანეთს გავუგებთ და ისეთი პრობლემები, როგორიც ახლა გვაქვს რუსეთთან აღარ გვექნება“.

ტრანპი ყველაზე წინააღმდეგობრივი კანდიდატი გამოდგა წინასაარჩევნო მარათონში. მან ცოტა ხნის წინ მოითხოვა მუსლიმებს აკრძალვოდათ აშშ-ში შესვლა.

 

 

 

 

იტვირთბა....