ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

პრეზიდენტის ვეტო, ან საკონსტიტუციო სასამართლო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარგველაშვილს საქმის ვითარებას გააცნობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა, სადაც საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შესახებ იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენები პარლამენტის მიერ მიღებულ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას მოითხოვენ. შეხვედრას საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის და საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ასლანიშვილის თქმით, ბევრი არგუმენტი არსებობს, რის გამოც ბიზნესმენები აღნიშნულ ცვლილებებს აპროტესტებენ.
“პირველ რიგში, როდესაც ქონებაზე სრულდება საკუთრების რეალიზება, ეს ავტომატურად უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული ადამიანების პრაქტიკის გადახედვას, საფასო პოლიტიკის შეცვლას და ზოგადად გაძვირებას იწვევს. საბანკო სექტორი, რომელიც აფინანსებს უძრავი ქონების ბაზარს, იხილავს ახალი რისკების შეფასების სისტემას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება საპროცენტო განაკვეთების ზრდაში, რადგან მომატებული რისკის პირობებში ავტომატურად შეიცვლება საპროცენტო განაკვეთები და რისკების შეფასების სისტემა. მესამე, ვფიქრობთ, ეს იურიდიული კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან კომერციული საოფისე ფართების გაქირავებით, შეცვლის გაქირავების სტანდარტებს და მომხმარებელს გაძვირებული პირობით შესთავაზებენ აღნიშნული ფართების ხელმეორედ გაქირავებას. ეს გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას, ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის პოტენციურად შემოსავლის ზრდას და გლობალურად ინვესტორების ქცევის შეცვლას. ეს ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ასლანიშვილის თქმით, აბაშიშვილი დაჰპირდა დამსწრეებს, რომ დეტალურად შეისწავლის არგუმენტებს და ექნება მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტთან.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას თქმით კი, თუ აღნიშნული კანონპროექტი მაინც იქცა კანონად, ბიზნესმენები მას შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, თუმცა ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადმოგზავნილი ჯერჯერობით არ არის.

იტვირთბა....