18-19 აპრილს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, სითბოს ფონზე, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.