[su_quote]ის, რომ დღეს ნიკანორ მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა… საბოლოო ჯამში, მან თვითონ დაიჭირა თავისი თავი და ესეც იყო, რა თქმა უნდა, რუსული თამაში. თავად მიიყვანა პროცესი, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილმა და შემდეგ, ნიკანორ მელიამ. ეს არის, რა თქმა უნდა, რუსული თამაში. ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ რუსული თამაშის გაგრძელების საშუალება[/su_quote]
აღნიშნული განცხადება ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში გააკეთა.