ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NCDC ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზის რეგისტრაციაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, აღნიშნული ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, რეგისტრაცია 8 000-ზე მეტად ადამიანმა გაიარა.

“ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს.

გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.

ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.

ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად. ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გუშინ, 16 აპრილს, დღის ბოლოდან გაიხსნა.

იტვირთბა....