[su_quote]ამდენი დიპლომატი მისული პრეზიდენტთან, დანიელსონი არაერთხელ მისული, არის მანიშნებელი, რომ ყველა ელოდება მისგან გარკვეულ გადაწყვეტილებას[გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით]. მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, მაგრამ ქვეყნისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მან გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი[/su_quote]
აღნიშნული განცხადებით მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტს, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრას, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.