დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოლოგი თეა გოდოლაძე, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე არსებული დამეწყრილი ტერიტორიიდან, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს ავრცელებს.
გოდოლაძის ცნობით, ფოტოზე ასახულია მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი.
„ეს არის უკვე მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი. მეშინია რომ ვდებ, ხვალე კომპანიის კარდიოლოგი დირექტორი ამოავსებს თიხით”, – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.