[su_quote]თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გარეთ გამოშვებული, ახალი არჩევნებიც რომ შემოგვთავაზონ, დოკუმენტს ხელს მაინც არ მოვაწერთ. როგორ ახლა – მე გავიდე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ჩემი კოლეგა იმის გამო, რომ იაქტიურა 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მიტინგზე, იჯდეს ციხეში. ეს არც მორალში ჯდება, არც პოლიტიკაში[/su_quote]
აღნიშნული განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.