რიონის ხეობის მცველებმა სოფელ გუმათში დარჩენილ ბარიკადებზე ღვთისმშობლის ხატი გააკრეს.
ბარიკადებზე, რომელიც პოლიციამ რამდენიმე დღის წინ აღმართა, ასევე გაკრულია ბანერი, წარწერით – “ჩემი მიწა-წყალი ლოცვა და ღმერთია”.
შეგახსენებთ, სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცავებმა აიღეს. კედლის აღება დღეს, გამთენიისას მოხდა. ამ ეტაპზე, ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირები რჩება, თუმცა, სოფელ ნამოხვანისკენ მოძრაობა კვლავ აკრძალულია.
ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება ნაწილობრივ უკვე შესრულდა.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მათი მოთხოვნები სრულად შესრულდება.
ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.