რებეკა რობერტსი და მისი პარტნიორი ერთ წელზე მეტი ხნის უნაყოფობის შემდეგ, დაფეხმძიმდა, თუმცა, როგორც ვაშინგტონპოსტი წერს, ეს სულაც არ იყო ჩვეულებრივი ორსულობა. წყვილმა შეიტყო, რომ რებეკას ორსულობა დიაგნოზირებული იყო, როგორც სუპერფეტაცია. ეს არის იშვიათი მდგომარეობა, როდესაც ქალი, რომელიც უკვე ორსულადაა, მცირე ინტერვალის შემდეგ კიდევ ნაყოფიერდება.
სუპერფეტეციის შემთხვევების ნამდვილი რაოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ 2008 წელს ევროპის სამეანო და გინეკოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იმ დროისთვის მსოფლიოში ამ შემთხვევის 10-ზე ნაკლები შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
ნოა და როზალი ერთ დღეს დაიბადნენ. გოგონა, ტყუპ ძმასთან შედარებით, შესამჩნევად პატარაა.

