პოლიციამ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1958 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა.
გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1 -ლი და მე-2 ნაწილის “ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.