თბილისში 2 წლამდე ბავშვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ოჯახის ახლობლები უყვებიან, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა.
მათივე თქმით, 2 წლამდე გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ, ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.