ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაპუაშვილი: ვიმედოვნებ გირჩი არამარტო დერეფნებში ივლის, არამედ კომიტეტებშიც იმუშავებენ

განათლებისა და მეცნიერებათა კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი გირჩის განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან მას იმედი აქვს, რომ გირჩის პარტიიდან არამარტო დერეფნებში ივლიან, არამედ კომიტეტებშიც იმუშავებენ. ამის შესახებ პაპუაშვილი რუსთავი ორის ეთერში საუბრობს.

“მივესალმები აქედან ბატონ ვახტანგს. დღეს გამიკვირდა მათ, რომ თქვეს პარლამენტში შევალთ და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთო. ჩვენ იქ ხუთ საათიანი ლოდინის პერიოდში სხვადასხვა საკითხზე მოგვიწია, ზოგადად, ხალხს საუბარი და განათლებასთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ, თუ არ ვცდები ბატონ ვახტანგს აქვს სურვილი, რომ იყოს  განათლებისა და მეცნიების კომიტეტში ასე რომ იმედი მაქვს გირჩი შემოვა და არა მარტო დერეფნებში ივლის არამედ კომიტეტებშიც”,- ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს გირჩის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილიდან პარლამენტში მივლენ, მაგრამ, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ოთახების მოსანახულებლად მიდიან.

 

იტვირთბა....