aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეგრელიძვილი: ოცნების ინიციატივა გვიხარია, შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში სრულფასოვანი წევრები ვიქნებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

გირჩის ერთერთი ლიდერის ვახო მეგრელიშვილის თქმით, სასიხარულოა ქართული ოცნების გადაწყვეტილება დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ და მოხარული იქნება თუ სრულფასოვნად შევლენ პარლამენტში. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

“ძალიან გვიხარია. ჩვენი გეგმა იმ შემთხვევაში იყო შემუშავებული, როდესაც შეთანხმება ვერ ხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება მოხდება და პარლამენტი სრულფასოვანი იქნება. ჩვენი მოთხოვნა იყო პარლამენტი გვქონოდა, იქ შესაძლებელი ყოფილიყო საუბარი. ეს ინიციატივა, რაც ქართულმა ოცნებამ გამოიჩინა, ჩემი აზრით, ძალიან მისასალმებელია. ახლა მთავარია დაზუსტდეს, ბევრი კითხვები არსებობს”, – ამბობს მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნების თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხდა, რომ კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერენ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.
იტვირთბა....