aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურნავა ნამოხვაჰესის მოწინააღმდეგეებზე: აუცილებლად შევთანხმდებით ამ სასიკეთო პროექტთან დაკაშირებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამოიკვეთა პოზიტიური დინამიკა და მისივე თქმით, ამ “სასიკეთო პროექტთან დაკავშირებით შეთანხმდებიან. ამბობს მინისტრი ჟურნალისტებთან.

“გამოიკვეთა პოზიტიური დინამიკა. ვფიქრობთ, საბოლოო ჯამში, რადგან ყველა ერთ მხარეს ვართ და ყველას ერთად გვინდა ჩვენი საქართველო მეტად ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს, აუცილებლად შევთანხმდებით ამ სასიკეთო პროექტთან დაკაშირებით”, – აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ გუშინ ნამოხვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატრომა ვარლამ გოლეთიანმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიალოგი არის კონსტრუქციულ რეჟიმში. გოლეთიანის თქმით, მათ მთავრობის წარმომადგენლებს სამი მოთხოვნა წამოიყენეს.

გოლეთიანმა, განაცხადა, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპზე მას შემდეგ გადავლენ როდესაც ეს სამი პირობა შესრულდება მტავრობის მხრიდან.

“დადებითი რაც მოხდა, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. მათგან იგრძნობოდა დათმობითი სულისკვეთება. სამი პირობა წამოვაყენეთ: შეწყდეს რეპრესიული მოქმედებები პოლიციის მხრიდან, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაბრუნდეს კარვები და გაგრძლედეს ჩვენი პროტესტი. მათ გვიპასუხეს, რომ ახლა არ შეუძლიათ ამაზე პასუხი გაგვცენ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, მთავრობის წარმომადგენლები რიონის ხეების მცველებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

ხელისუფლება კი თვლის, რომ ჰესის აშენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტია.

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ ხეობის გზა გადაკეტა და მოძრაობა შეზღუდა. აქციის მონაწილეები, ბოლო დღეებია სოფელ გუმათთან გამოთქვამენ პროტესტს.

იტვირთბა....