aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ბანკშზე თავდამსხმელის ადვოკატი: მას სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულის, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა. ამის შესახებ ადვოკატი ინტერპრესნიუსსთან ლაპარაკობს.

“ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით, ვინაიდან არის ძალიან აღელვებული. დიდი ემოციური ფონი აქვს და ხვალიდან დამშვიდებულზე ითანამშრომლებს გამოძიებასთან. მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ჰქონდა სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი. თვითონვე ჩაბარდა. ახლა იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ხვალ შევალთ ადვოკატები, მოვინახულებთ და დანარჩენი, რომ გავესაუბრებით მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ხვალ დაგვიკავშირდებიან”, – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, მეტრო ავლაბრის მიმდებარედ,  საქართველოს ბანკიში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაახლოებით ერთ საათში სამართალდამცველებმა თავდამსხმელის დაკავება და მძევლების განთავისულება შეძელს.

ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში”, – აცხადებენ შს სამინისტროში.

იტვირთბა....