ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპელი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის გეგმას ხელს არ მოაწერს.
ბოკერიამ აღნიშნულის მიზეზად, პალიტრანიუსის ეთერში, დოკუმენტში პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანება და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობა დაასახელა.
“დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია, რა თქმა უნდა ხელს არ მოვაწერთ. უკვე ვთქვით ეს მაშინვე”, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება დღეს საჯაროდ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლის მიშელის შექმნილ დოკუმენტს.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
მომავალი არჩევნები.