ოჯახური თანაცხოვრება მრავალ პასუხისმგებლობას და გამოწვევებს გულისხმობს. ყოფითი პრობლემები რომანტიკულ გრძნობებს გვერდზე სწევს. ეს ყველას აწუხებს. რა არის გამოსავალი? წარმოგიდგენთ რამდენიმე ისტორიას, სადაც ქმრები ოჯახის ფსიქოლოგთან აღნიშნავენ იმ მიზეზებს, რაც ცოლებისგან არ მოსწონთ და ექსპერტების რჩევას, თუ როგორ დააღწიოთ თავი დაძაბულ ოჯახურ თანაცხოვრებას.
- „ვისურვები რომ ჩემი ცოლი უფრო მეტად მაფასებდეს, მინდა მოსიყვარულე მხვდებოდეს, როცა სახლში ვბრუნდები, ნაცვლად იმისა, რომ დამახვედროს სია რა არ გავაკეთე სწორად და რაზე არ ვზრუნავ… ვიცი რომ ძალიან რთულია მისთვის სახლის საოჯახო საქმეების და ბავშვების მიხედვა, მაგრამ მე საერთოდ არ ვიღებ არანაირ ჯილდოს იმისთვის, რომ მთელი დღე ვმუშაობ და სახლში დატვირთული მივდივარ“ -ამბობს 46 წლის ქმარი, რომელსაც ოჯახი 21 წელია ჰყავს.
ექსპერტები ამბობენ, რომ როცა მუშაობთ სამსახურში და თან საოჯახო საქმეებიც გაკისრიათ, ორივე პასუხისმგებლობა ფაქტობრივად გთრგუნავთ. მიუხედავად ამისა, რომ სრულიად ბუნებრივი ადამიანური ქცევაა ცოლის მხრიდან, წარადგინოს სია რა არ გაკეთდა ან რაზე არ იზრუნა ქმარმა, მაინც არ არის მიზანშეწონილი სახლში დაბრუნებულ ქმარს ეგრევე მოსმენა ან დამხარება სთხოვოთ. „ნაცვლად ამისა, მიეცით მას მცირე დრო, რომ გამოფხიზლდეს და სახლის სიტუაციას მოერგოს“ – ამბობს კარა ტომპსონი, ქორწინების და ოჯახის ლიცენზირებული თერაპევტი.
- „როცა შეყვარებული ხარ, ყველაფერი კარგადაა, ერთობი, მაგრამ ქორწინების შემდეგ ეს ქრება. კარგი იქნებოდა თუ ჩვენ შევთანხმებოდით კვლავ დაგვეთმო ერთმანეთისთვის და გართობისთვის ცოტა დრო. ვხვდები რომ ორივეს პასუხისმგებლობა გვთელავს და ის ფიქრობს, რომ მე უნდა ვგეგმავდე ამ გართობას. დიახ, ეს უფრო რომანტიკული იქნებოდა, მაგრამ… გრძნობა ნებისმიერ შემთხვევაში მიდის“- ამბობს 39 წლის ქმარი, რომელსაც 6 წელია ოჯახი ჰყავს.
ექსპერტები ამბობენ, რომ კარგია თუ წყვილი ერთად ფიქრობს, რომ მეტი დრო უნდა დაუთმონ ერთმანეთს. მთავარია გადალახოთ მენტალური წინააღმდეგობა თუ ვინ უნდა დაგეგმოს დროის ერთად გატარება და ბოლოს ვინ იყო, ვინც ამაზე იზრუნა. მთავარი არ არის ვინ დაგეგმავს ამას, მთავარი თქვენი ერთობლივი ბედნიერებაა.
- „ვიცი რომ მეც ვარ დამნაშავე. და რომ ჩემი ცოლი ძალიან კარგი დედაა და ცდილობს საუკეთესოდ გაართვას თავი პასუხისმგებლობას. მაგრამ რა საჭიროა ამდენი დრამა, მაგალითად, ჩვენი ქალიშვილის სწავლის გადასახადთან დაკავშირებით? „-ამბობს 42 წლის ქმარი, რომელსაც 14 წელია ჰყავს ოჯახი.
ექსპერტები ამბობენ, რომ არავინ დავობს იმის საჭიროებაზე, ისაუბროთ თქვენი შვილების და მათი მომავლის შესახებ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს დროთა განმავლობაში მოსაბეზრებელიც ხდება. როცა ბავშვები იძინებენ, ან სადმე მიდიან დასასვენებლად და მარტო რჩებით, შექმენით სიტუაცია რომ ისაუბროთ მსუბუქ და სახალისო თემებზე, ან თუნდაც- პოლიტიკაზე. მთავარია რომ ერთად შეეხოთ იმ თემებს, რაც არ გულისხმობს აუცილებელ საზრუნავს და პრობლემას.
- „ძალიან დიდი რომანტიკოსი ვარ. მომწონს ბუხრის წინ ჯდომა და რომანტიკული ძველი ფილმების ყურება. ეს ჩემ შეყვარებულს ძალიან აღფრთოვანებდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც ჩემი ცოლია, საერთოდ აღარ არის რომანტიკული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი საუკეთესო თვისება დაუფასებელია.“ – ამბობს 49 წლის ქმარი, რომელსაც ოჯახი 26 წელია ჰყავს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ურთიერთობები იცვლება და ვითარდება, და ხანდახან ის თვისება, რაც აღგაფრთოვანებდათ მეორე ნახევარში, აღარც გაინტერესებთ. შესაძლებელია დღის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემისგან გამომდინარე რომანტიკის თავი აღარ გქონდეთ-ეს ნორმალურია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ აღარ არსებობს რამე, რაც გაინტერესებთ და გჭირდებათ ერთმანეთისგან. საუკეთესო გზაა ისაუბროთ ამის შესახებ, თუ რა გინდათ და მოგეწონებათ თავისუფალ დროს. გარემოს შეცვლა ცოტა ხნით, კი, ერთ-ერთი აპრობირებული და კარგი გამოსავალია.
- „ჩემი მეუღლე მასწავლებელია და მას ძალიან ბევრი საქმე აქვს, მათ შორის-სახლშიც. ბავშვების მომზადება, მშობლების მიღება-გასტურმება, დოკუმენტაციის მოწესრიგება… ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო, მაგრამ მას აღარ რჩება დრო იფიქროს ოჯახზე. ეს კი მიქმნის შეგრძნებას, რომ მარტო ვრჩები. და რა მოხდება მომავალში-ჩააბარებენ მისი მოსწავლეები უნივერსიტეტში, ყველა დოკუმენტიაცია წესრიგში ექნება, მშობლები მადლობას ეტყვიან, მაგრამ ჩვენი ქორწინება კიდევ იარსებებს? „-ამბობს 26 წლის მეთი, რომელიც 8 თვეა, რაც დაოჯახდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ კარიერაზე ზრუნვა კარგია, მაგრამ აუცილებელია ბალანსის დაცვა. აუცილებლად უნდა შეძლოთ დროის განაწილება პირადი და სამსახურეობრივი საქმიანობისთვის. თქვენ და თქვენს ქმარს ერთმანეთისთვის დრო უნდა გრჩებოდეთ.