ახალი ამბები მთავარი

საქართველოს ბანკი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბანკის თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება

ავლაბარში, ბანკში თავდასხმის შესახებ შესახებ საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს. როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, საქართველოს ბანკის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ბანკის თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება და შესაძლებლობების ფარგლებში კეთდება ყველაფერი მოქალაქეების დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, საქართველოს ბანკში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკის 3 ოპერატორი და დაცვის 1 თანამშრომელი მძევლად აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი, ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სახანძრო მანქანა.

იტვირთბა....