ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტად მყოფი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ვაშინგტონში სენატორებს შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ დახურული შეხვედრა ჯინ შაჰინსა და რონ ჯონსონთან გამართა.
როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენელებს უთხრა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დიალოგისა და პარლმენტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პროცესებზე გამახვილდა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. ცნობილია, რომ კობახიძე შეერთებული შტატებიდან ვიზიტად ბრიუსელს ეწვევა.