ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო: ნამახვანჰესსა და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები განსხვავებულია – მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ ნამახვანჰესსა და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები განხვავებულია.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ორი საკითხის ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის.

“ნამახვანჰესთან მიმართებაში, საინფორმაციო საშუალებებით კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც.

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავითგარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.

ამ ეტაპზე, ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....