ახალი ამბები მთავარი

რიონის ხეობის მცველი: ხელისუფლებამ გადმოდგა ნაბიჯები და აღიარა ჩვენი პროტესტის ლეგიტიმურობა

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგნელები, გუშინ პრემიერმინისტრის მიერ გაგზავნილ სპეციალურ სამთავრობო ჯგუფთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გადწყვიტეს, რომ პროტესტი ისევ გაგრძლედება, ვიდრე მათ მიერ წამოყენებული სამი პირობა არ შესრულდება.

როგორც მოძრაობ რიონის ხეობის გადარჩენის ერთ-ერთი ორგანიზატორი მირზა ნოზაძე აცხადებს, მათ კონკრეტული ტკივილი აწუხებთ და სანამ არ გადაიჭრება ეს იქამდე გაგრძელდება პროტესტიც.

“მიუხედავად ამ კონსტრუქციული საუბრებისა და მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რომელიც გადმოდგა ხელისუფლებამ და აღიარა ამ პროტესტის ლეგიტიმურობა. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით მათ, რომ ჩვენ ეს გულს არ მოგვილბობს. ჩვენ არ ვართ ან გაბრაზებული, ან ემოციური, ან მართული, შესაბამისად ჩვენ გვაქვს კონკრეტული ტკივილი და ამ ტკივილს სანამ არ გადავჭრით ლოგიკურად, რაციონალურად და მიუკერძოებლად, ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დაგვიგდებენ პროტესტის მუხტს.

გრძელდება პროტესტი მშვიდობიან ფორმატში, უბრალოდ რაც აღარ გაკეთდება ჩვენი დღის წესრიგიდან  პიკეტირებები და გზის გადაკეტვები შეჩერდება,” – აცხადებს რიონის ხეობის გადარჩენის ერთ-ერთი დამფუძნებელი მირზა ნოზაძე.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმინისტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა შეხვედრა გამართა პროტესტის მონაწილეებთან. ხანგრძლივი მოლაპრაკებების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს,რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა და მზად არიან შემდგომი შეხვედრისათვის გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ.

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

ხელისუფლება კი თვლის, რომ ჰესის აშენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტია.

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ ხეობის გზა გადაკეტა და მოძრაობა შეზღუდა. აქციის მონაწილეები, ბოლო დღეებია სოფელ გუმათთან გამოთქვამენ პროტესტს.

იტვირთბა....